Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები. 1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა; გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი; დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად); |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება; ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა; ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება ფულადი მოთხოვნის თანხას; თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა; თ-1) დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საპენსიო სქემაში განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა; ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 21. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 2-1 ნაწილით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე და მას საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი) იხდის (გარდა ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 23. დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტროძრავიანი ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. 24. დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის: ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში; ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 გ) დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა, თუ ამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით განხორციელება შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს; დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ თავისი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში დამქირავებლის მიერ დაქირავებულის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდით მიღებული სარგებელი; ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 101 ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას; ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. |