FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ამნისტიის შესახებ

article  1

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც 2020 წლის 18 აგვისტომდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64-1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა).
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული იმ მიწის ნაკვეთზე ან განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის იმ არეალში ჩაიდინა, სადაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-3 მუხლის შესაბამისად ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტია განთავსებული.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზედაც, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირობით მსჯავრსა და აღუსრულებელ ჯარიმაზე.