Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 9 სახელმწიფოს ვალდებულებები სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში. 1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, მათი ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება, დანერგვა და ამ წესების შესრულების კონტროლი. 2. სახელმწიფო ვალდებულია სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად: ა) უზრუნველყოს სისხლსა და მის კომპონენტებზე, აგრეთვე სისხლის პროდუქტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე, ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო/სტრატეგიული მარაგების განსაზღვრა და შექმნა; ბ) უზრუნველყოს ნებაყოფლობით, უანგარო დონაციაზე დაფუძნებული, ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლის, მისი კომპონენტებისა და სისხლის პროდუქტების უწყვეტი და ეფექტიანი მიწოდების სისტემის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; გ) წაახალისოს ნებაყოფლობითი, უანგარო, რეგულარული დონაციის ხელშემწყობი, მდგრადი საგანმანათლებლო და სოციალური კამპანია; დ) განახორციელოს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცესების მხარდაჭერა ტრანსფუზიური მედიცინის განვითარებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შესაბამისად; |
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ article 9 ე) შექმნას ჰემოზედამხედველობისა და მიკვლევადობის სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება; ვ) შექმნას ტრანსფუზიური მედიცინის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების სათანადო პირობები; ზ) სისხლისა და მისი კომპონენტების უსაფრთხოებისა და დონორობის განვითარების მიზნით უზრუნველყოს სისხლისა და მისი კომპონენტების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის/სისტემის ფუნქციონირება; თ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) ფუნქციონირება; ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. 3. სახელმწიფო სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასა და სათანადო წესების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) მეშვეობით. |