Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 5 შრომის ანაზღაურების განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები. 1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 11. სტაჟიორს სტაჟირების გავლის პერიოდში მიეცემა შრომის ანაზღაურება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 3. თანამდებობრივი სარგოს დასადგენად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ახორციელებს კოეფიციენტის შერჩევას საჯარო დაწესებულებაში არსებული კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისი დანართის ცხრილის მიხედვით. 4. საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 41. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით, ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. |
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ article 5 5. ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სახელფასო დანამატის გაცემის საფუძველი და ოდენობა. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საკლასო დანამატი გაიცემა მოხელის კლასის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 61. ამ კანონით გათვალისწინებული დიპლომატიური რანგის დანამატის ოდენობა და გაცემის წესი განისაზღვრება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს და რომელშიც მითითებული უნდა იყოს ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ოდენობა. |