Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 117 უცხოური საწარმოს გაკოტრება. 1. ამ მუხლის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო არის უცხო ქვეყნის მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი ან მისი ფილიალი. არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის პროცედურების მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ეს მეწარმე იურიდიული პირია რეგისტრირებული. 2. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრება შეიძლება განახორციელოს საქართველოს სასამართლომ ამ კანონის საფუძველზე. საქართველოს სასამართლოს იურისდიქციის განსაზღვრის მიზნებისთვის არარეგისტრირებული საწარმო საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოდ მიიჩნევა, თუ მისი მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია ან ის ფლობს ქონებას საქართველოში. არარეგისტრირებული საწარმოს გაკოტრების წარმოების მიზნებისთვის აღნიშნული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი ან ქონების მისამართი ამ საწარმოს რეგისტრირებულ მისამართად მიიჩნევა. 3. თუ არარეგისტრირებული საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანაში მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მიმდინარეობს, უცხო ქვეყანაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ გადაწყვეტილების ცნობა არ გამორიცხავს ამ მუხლის შესაბამისად საქართველოში განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნას. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 117 4. განცალკევებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას არარეგისტრირებული საწარმოს ან კრედიტორის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, თუ მოვალეს საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი ან მისამართი არ აქვს, კრედიტორის განცხადების საფუძველზე ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს ტერიტორიული (ადგილობრივი) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს, კერძოდ, თუ სავარაუდოა, რომ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესით მისი მდგომარეობა გაუარესდება. განსაკუთრებული ინტერესის ქონის დასაბუთების ვალდებულება განმცხადებელ კრედიტორს ეკისრება. 5. არარეგისტრირებული საწარმო, ამ კანონის შესაბამისად, შეიძლება გაკოტრდეს იმ შემთხვევაში, როდესაც, ამ კანონით დადგენილი პირობების მიხედვით, მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 6. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც საქართველოში ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, შეიძლება გაკოტრდეს, როგორც არარეგისტრირებული საწარმო, ამ კანონის საფუძველზე, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული საწარმოს რეგისტრაციის ქვეყანაში მისი ლიკვიდაცია განხორციელდა, იგი შესაბამისი რეესტრიდან ამოღებულ იქნა ან მან არსებობა სხვაგვარად შეწყვიტა. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 117 7. არარეგისტრირებული საწარმოს მიმართ ამ თავის დებულებების გამოყენება არ ზღუდავს გაკოტრების რეჟიმის შესახებ ამ კანონის სხვა დებულებების გამოყენებას. 8. სასამართლო ან/და გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია არარეგისტრირებული საწარმოს მართვის მიზნით მის მიმართ განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საწარმოს მიმართ განხორციელდეს. |