Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 14 არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანი და ზოგადი პრინციპები. 1. არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზანია ტუბერკულოზის გავრცელების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება. 2. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ამოწურულია ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებული პაციენტის მიერ ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების და მისი ნებაყოფლობითი მკურნალობის პროცესში ჩართვის ყველა საშუალება და არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების გამოყენების გარეშე ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შეუძლებელია. 3. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს: ა) იმ პაციენტის მიმართ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, აქვს ტუბერკულოზის გადამდები ფორმა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე უარს ამბობს; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტის მიმართ, რომელმაც ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოოდ თქვა უარი; |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 14 გ) იმ პაციენტის მიმართ, რომელსაც დაუდგინდა ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევა, დაავადებული იყო ტუბერკულოზის გადამდები ფორმით და მკურნალობდა, მაგრამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა მის დასრულებამდე შეწყვიტა, ამასთანავე, მკურნალობის შეწყვეტის მომენტში ისევ დაავადებული იყო ტუბერკულოზის გადამდები ფორმით. 4. არანებაყოფლობითი იზოლაციით გაუმართლებლად არ უნდა შეიზღუდოს იმ პირის უფლებები და თავისუფლებები, რომლის მიმართაც ხორციელდება არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს აღნიშნული პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას. 5. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებები სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება. |