Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 32 საერთო წყალსარგებლობა. 1. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე. 2. საერთო წყალსარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს უმარტივესი ნაგებობებითა და მოწყობილობებით (გუბურა, მიწისქვეშა წყლების შახტური ჭა და სხვა), რომლებიც განლაგებულია ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთზე. 3. საერთო წყალსარგებლობა უფასოა. 4. საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება ლიცენზიის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. 5. მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზნებით, გასაჭრელი შახტური ჭის, ჩასასობმილიანი ფილტრირებული ჭის, აგრეთვე წყაროების კაპტაჟების მოწყობის მეშვეობით, თუ ისინი მოქმედებენ ისე, რომ არ ხდება წყლის დონის იძულებითი დაწევა, ხორციელდება საერთო წყალსარგებლობის ფორმით. |