FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  569

უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ჩამორთმეული ქონების განკარგვის წესი.
1. ამ კანონის 56-1 მუხლით გათვალისწინებული ქონების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დროებით შესანახად გადაცემის შემდეგ საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან, რომლის შუამდგომლობის საფუძველზედაც მოხდა მისი ჩამორთმევა.
2. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილება (გაყოფა) არ მოხდება, თუ ეს სახელმწიფო უარს აცხადებს ამ ქონებაზე ან/და აღნიშნული ქონების საერთო ღირებულება 40 000 ლარს არ აღემატება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებით ჩამორთმეული ქონება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.
4. თუ არ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, ჩამორთმეული ქონების ნახევარი შეიძლება გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს, ხოლო ქონების დარჩენილი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მიექცევა.
5. თუ ჩამორთმეული ქონება ფულადი თანხა არ არის, ამ ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) უზრუნველსაყოფად შესაძლებელია აღნიშნული ქონების გასხვისება.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  569

6. ჩამორთმეული ქონების უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) დროს მხედველობაში მიიღება ამ ქონების მესაკუთრეთა და იმ პირთა ინტერესები, რომელთაც დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგათ.
7. ჩამორთმეული ქონების შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის განაწილების (გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ქონების ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ის ხარჯი, რომელიც საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა აღნიშნული ქონების მოძიებისთვის, ჩამორთმევისა და შენახვისთვის გასწიეს.
8. საქართველოს პროკურატურა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან აფორმებს ინდივიდუალურ შეთანხმებას ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) თაობაზე.
9. საქართველოს პროკურატურა და შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შესაძლებელია შეთანხმდნენ ჩამორთმეული ქონების განაწილების (გაყოფის) ამ მუხლით დადგენილისგან განსხვავებულ პირობებზე.