Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 50
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამის შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. . . აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მრავალწლიანი შესწავლისა და დასაბუთებული ანალიზის შედეგების, სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ დევნილი, აგრეთვე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მკურნალობას ვერ ახერხებს დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში, ვინაიდან მოკლებულია სამკურნალწამლო საშუალებების შეძენის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსალოდნელია მოსახლეობის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და დაავადებათა გართულებები. ეს გარემოება ხაზგასმით მიუთითებს პროფილურ მედიკამენტურ დახმარებაზე გაცილებით მეტ მოთხოვნის აუცილებლობაზე. მოცემულ ვითარებაში, სამინისტროს მიერ მოსახლეობის თუნდაც ნაწილის მედიკამენტებით უზრუნველყოფა მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია ბენეფიციარებისთვის და ორიენტირებულია პაციენტთა დროული მედიკამენტური მკურნალობის, როგორც მინიმუმ, ინიციირებაზე მაინც. იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოიცავს, როგორც მინიმუმ, მკურნალობის დაწყებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ცენტრალიზებული წესით შეძენას და გაცემას პაციენტებზე, კომისიური წესით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილისთვის თანამედროვე და ეფექტური მედიკამენტებით დახმარება მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით დაავადებათა დროული და ადეკვატური მკურნალობის დაწყების რეალურ საფუძვლებს შექმნის, რაც, როგორც მინიმუმ, პროგრამის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 დადგენილია, რომ დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პროგნოზულად ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნება. ეს გარემოება განსაზღვრავს გაცილებით მეტ მოთხოვნას სამედიცინო დახმარებაზე. სინამდვილეში კი, სიღარიბისა და ფინანსური ხელმიუწვდომლობის მიზეზით, იძულებით გადაადგილებულთა აბსოლუტური უმრავლესობა მოკლებულია ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას, მით უმეტეს, მაღალტექნოლოგიურ და სპეციალიზებულ სამედიცინო სერვისს. ასეთ ვითარებაში დევნილთა, აგრეთვე, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა, ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე დაბალი სამედიცინო აქტივობის გათვალისწინებით, არსებით მნიშვნელობას იძენს მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის ეფექტურობა, რასაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შესაბამის პროგრამულ ჯანდაცვით ღონისძიებათა შემუშავება და სწორი მენეჯმენტის პირობებში რეალიზაცია, რაც საბოლოო ჯამში დევნილი თანამემამულეების და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 სამედიცინო სერვისებზე ხელმიუწვდომლობა უაღრესად სერიოზული საფრთხეების შემცველია, რადგან მასზეა დამოკიდებული დაავადებათა გამოვლინების ვადები, დიაგნოზის ვერიფიცირება და მკურნალობის სწორი ტაქტიკა. ცხადია, დაგვიანებულ შემთხვევებში კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პროგნოზი, ხშირ შემთხვევებში, ნეგატიური სახისაა. მრავალწლიანი შესწავლა და დინამიკური ანალიზი აჩვენებს დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზოგადი და კერძო ავადობის, დემოგრაფიული მაჩვენებლების არსებით უარესობას საქართველოს საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. საკმარისია აღინიშნოს, რომ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (დსკ) მე-10 გადახედვის შესაბამისად, კლასიფიკატორის ჯგუფების უმრავლესობაში დევნილთა ავადობა 1.3-1.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო პარამეტრებს. საყურადღებოა დაავადებათა „გაახალგაზრდავების“ არასახარბიელო ტენდენციაც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 სიტუაციის ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ამბულატორიული პროფილის კომპლექსური სამედიცინო ღონისძიებების რეალიზაციით შესაძლებელი ხდება არამარტო კონკრეტულ მოქალაქეთა, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ მაჩვენებლებში ერთგვარი სტაბილიზაციის და ცალკეულ შემთხვევებში, პოზიტიური ძვრების მიღწევა. მოსახლეობის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური სადიაგნოსტიკო პროფილის სერვისით უზრუნველყოფა, მიზნობრივი ჯანდაცვითი პროგრამული დაფინანსების გზით, რეალური ხელმისაწვდომობის ფაქტორია და ორიენტირებულია დაავადებათა მაღალტექნოლოგიურ, სწორ დიაგნოსტირებაზე. ეს კი ეფექტური მკურნალობის ტაქტიკის შერჩევის აუცილებელი პირობაა. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 დევნილთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარების მიახლოების მიზნით აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მრავალპროფილიანი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების სისტემა, წლების მანძილზე დადებითადაა აპრობირებული და მას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს როგორც სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების, ისე ახლო პერიოდსა და პერსპექტივაზე გათვლილ ოპტიმალურ ღონისძიებათა კომპლექსის ფორმირების თვალსაზრისით. პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების ძირითადი მიზანია ავადობის აქტიური გამოვლინება, ჯანმრთელობის ფორმირებისა და განმტკიცებისათვის მიმართული დროული სამედიცინო გამოკვლევები, დაავადებათა პრევენცია და გაუვრცელებლობის ხელშეწყობა. ამ სახის ღონისძიებები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია დევნილი თანამემამულეების სამედიცინო აქტივობის ამაღლების კუთხითაც და, ამასთან, იგი საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ შემდგომში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდეს დინამიური მეთვალყურეობა გამოვლენილ პაციენტეზე. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 თავად პროფსამედიცინო ღონისძიების ეფექტურობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ის გარემოება, რომ იგი მოიცავს (მართალია, ერთჯერადად) ბევრ ისეთ მოქალაქეს, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ ან ვერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას. იგპ-თა შორის ამ აქციის მსვლელობისას საკმაოდ მაღალია მწვავე დაავადებათა გამოვლენის ხვედრითი წილი. დევნილებში მასობრივი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების კამპანიისას პირველადად ვლინდება ისეთი სერიოზული პათოლოგიებიც კი, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ. ხშირია ქრონიკული და კომბინირებული დაავადებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ადრე პაციენტისთვის ცნობილი არ იყო, ან, იცოდა მათ შესახებ, მაგრამ აქტიურად არ მიმართავდა სამედიცინო დაწესებულებას (ე.წ. „აისბერგი“). სამინისტრო მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს მობილური ბრიგადების აღჭურვაზეც. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ აქციების პროცესში ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (პორტატული ექოსკოპები, ელექტროკარდიოგრაფები, გლუკომეტრები). საყურადღებოა, რომ სათანადო მედიკამენტური ბაზის ქონის პირობებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვები არამარტო უფრო ეფექტური, არამედ გაცილებით აქტიურიც ხდება. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული პრობლემებით ხასიათდება, რისი მიზეზებია ქვეყნის მოსახლეობის ამ ნაწილის უმეტესობის სოციალური მოუწყობლობა, უმუშევრობა, არასახარბიელო საცხოვრებელი პირობები, არაბალანსირებული კვება, სიძნელეები ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებაში, ქრონიკული სტრესები და ა.შ. რამაც თავისი ნეგატიური კვალი დააჩნია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მახასიათებელ ძირითად პარამეტრებს. ასეთ პირობებში აღსანიშნავია სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამის ეფექტურობა და მასზე მაღალი მოთხოვნილება, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, მხედველობის ორგანოს პათოლოგიების მკურნალობისა და პროფილაკტიკის მიმართულებით. პროგრამის რეალიზაცია შესაძლებელს გახდის აფხაზეთის მოსახლეობის, პირველ რიგში ბავშვთა ასაკის, არაინვაზიური სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების მქონე ნაწილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 12 სოციალური დახმარების ზრდა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის, სოციალური დახმარება დაეფუძნება ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებას და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფს მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს, როგორც მიზნობრიობის სიზუსტე, ისე დახმარების ეფექტიანობა. |