Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1141 საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა. 1. საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. 11. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით; ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით; ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1141 გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით; თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით. 2. საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 75 000 ლარით. |