FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ზოგადი განათლების შესახებ

article  57

საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები.
1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით :
    ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე , თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე , იყო 2 წელი ;
    ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე , თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე , იყო 3 წელი . 1 -1. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია , ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ და „ ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ვადების დაცვით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე . 1 -2. 2007-2008 სასწავლო წლიდან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არა აქვთ, განახორციელონ მიღება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე .
ზოგადი განათლების შესახებ

article  57

2. სამინისტრო საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
4. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
ზოგადი განათლების შესახებ

article  57

5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 5 -1. ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზოგადი განათლების შესახებ

article  57

6. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები ექვემდებარებიან აკრედიტაციას. მათი აკრედიტაციის წესსა და პირობებს და საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებების სტანდარტებს ადგენს სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
7. საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საკუთრივ პროფესიული განათლება ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.