Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 47 პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის. 1. ადგილობრივი გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ზიანს ანაზღაურებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით. 2. ადგილობრივი გადაზიდვისას ბარგის (ტვირთ-ბარგის) დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 3. საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისას, აგრეთვე ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიყვანისას რკინიგზა ან ის მხარე, რომლის მიზეზითაც მოხდა ვადის გადაცილება პირდაპირი შერეული გადაზიდვისას, ზიანს ანაზღაურებს „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით. |