Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 148 პარლამენტის წევრის კითხვა. 1. პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. 2. კითხვა უნდა იყოს წერილობითი. კითხვის შინაარსი უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. 3. კითხვა ჰბარდება პარლამენტის აპარატს, რომელიც მას აღრიცხავს და დაუყოვნებლივ აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. პარლამენტის აპარატი კითხვას ადრესატს გადასცემს მისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 1 დღისა. 4. თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც პარლამენტის წევრმა კითხვით მიმართა, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს 10 დღით. კითხვაზე პასუხს ხელს აწერს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი ან საქართველოს მთავრობის შესაბამისი წევრი. 5. თანამდებობის პირს უფლება აქვს, კითხვაზე პასუხში არ მიუთითოს ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავს. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 148 6. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, კითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს. 7. კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება პასუხის გამოქვეყნებისას. 8. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. 9. პარლამენტის წევრის კითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება. |