Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ article 14 საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან ერთად, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, რომლებითაც: ა) მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გირავნობის უფლების წარმოშობის საკითხი; ბ) განისაზღვრება ანგარიშის მფლობელზე გასაცემი დოკუმენტის ფორმა და მისი გაცემის წესი; გ) განისაზღვრება დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდზე დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდის წესი; დ) განისაზღვრება ცენტრალური დეპოზიტარის მიერ რეკონსილაციის განხორციელების პერიოდულობა. |