Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 112 მშენებლობის ახალი ნებართვა, მშენებლობის ნებართვის გაცემა უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა. 1. თუ გავიდა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, მშენებლობის ნებართვის მფლობელმა მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს. 2. თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე განიხილოს მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი. |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 112 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ განცხადებას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი, ინფორმაცია მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ, სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში − შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მშენებლობის ნებართვის მისაღებად გადახდილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი (ქვითარი), არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით გასცემს მშენებლობის ნებართვას. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საექსპერტო დასკვნა განხორციელებული მშენებლობის ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის თაობაზე და არსებული შენობის აზომვითი ნახაზები ან არქიტექტურული პროექტი. 5. მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია, თუ პირი ითხოვს მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებას და სამშენებლო ობიექტზე არ განხორციელებულა ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას. |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 112 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მფლობელი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე წარუდგენს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართვას მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. ამ მიმართვას უნდა დაერთოს დარჩენილი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მშენებლობის გრაფიკი და ინფორმაცია ამ გრაფიკის შესაბამისად მშენებლობის დასამთავრებლად მოთხოვნილი გონივრული ვადის შესახებ. ამ შემთხვევაში შესაბამისი ცვლილება შეიტანება მშენებლობის ნებართვაში. 7. სამშენებლო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ახალ ნებართვას, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 112 1. თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის განხორციელების შემთხვევაში გავიდა მშენებლობის ნებართვის/კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების/რეაბილიტაციის ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან/და დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე დამრღვევს განუსაზღვრავს 90-დღიან ვადას სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით, თუ დამრღვევმა ამ ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა შესაბამისი განცხადება და აღნიშნულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია. |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი article 112 2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის სათანადო თანხმობის/ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისას არ მოითხოვება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 3. ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე ამ შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილების მოქმედება გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით მშენებლობის განხორციელებისას გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. |