FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  9

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება.
1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავება ან/და მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება არის უკიდურესი ზომა, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და მხოლოდ კანონიერ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში, თუ:
    ა) მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება;
    ბ) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე ან/და უფლებამოსილ თანამდებობის პირთან თანამშრომლობისთვის თავის არიდების საფრთხე;
    გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
    დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას;
    ე) იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს;
    ვ) არსებობს ამ კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, ამავდროულად, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
    ზ) მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  9

3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება:
    ა) დაკავების საფუძველი;
    ბ) ადვოკატის მომსახურების უფლება;
    გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება;
    დ) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება.
4. დაკავებულ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – სამინისტროს რესურსის გამოყენებით.
5. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება მოთავსდეს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  9

6. დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი სხვა სამართალდამრღვევთაგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს. ქალი და მამაკაცი უნდა მოთავსდნენ ცალ-ცალკე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. არასრულწლოვანი სრულწლოვანისგან განცალკევებით უნდა მოთავსდეს, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არ არიან. ოჯახის ერთიანობა შენარჩუნებული უნდა იყოს, თუ არ არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი, რომელიც ოჯახის წევრთა განცალკევებას საჭიროებს.
7. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
8. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  9

9. თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს თავშესაფრის პროცედურის დასრულებამდე.
10. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების შემთხვევაში იგი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  9

12. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდეს აგრეთვე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმავე კანონით განსაზღვრული საფუძვლით.
13. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისას ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას გამოიყენება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესი, რომელიც დგინდება მინისტრის ნორმატიული აქტით.