Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 114 კრედიტორის უფლებების განხორციელება. 1. კრედიტორი უფლებამოსილია ერთი მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნები სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებებში ერთდროულად დაარეგისტრიროს/დაადგინოს. 2. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია მის წარმოებაში არსებულ გადახდისუუნარობის საქმეზე კრედიტორთა რეესტრში აღრიცხული მოთხოვნა დაარეგისტრიროს აგრეთვე იმავე მოვალის მიმართ უცხო ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის ფარგლებში, თუ ამას ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობა. კრედიტორი უფლებამოსილია თავიდანვე თქვას უარი ამგვარ რეგისტრაციაზე ან მოგვიანებით გაიხმოს იგი. 3. მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი უფლებამოსილია კრედიტორის სახელით ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ თავად კრედიტორი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. |