Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 28 სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფინანსური ინსტრუმენტის შენახვა და აღრიცხვა. 1. სპეციალიზებული დეპოზიტარი აღრიცხავს ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლებიც საპენსიო აქტივებს შეადგენს და რომელთა აღრიცხვა შეიძლება სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე შესაბამისი ჩანაწერების სახით, და ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლებიც ფიზიკურად შეიძლება გადაეცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს შესანახად. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომლებიც ექვემდებარება აღრიცხვას სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, დაფიქსირდეს მის მიერ აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის სახელზე გახსნილ ცალკეულ ანგარიშებზე, რის შედეგადაც დგინდება კონკრეტულ საპენსიო სქემასთან ფინანსური ინსტრუმენტების კუთვნილება. 3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ინახავს და აღრიცხავს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო აქტივებს კონკრეტული საპენსიო სქემის ყველა სხვა აქტივისგან განცალკევებით, რომლებიც გაიგივებული არ იქნება რომელიმე პირად საპენსიო ანგარიშთან, რათა შესაძლებელი იყოს მათი იდენტიფიცირება და მკაფიოდ გამიჯვნა. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 28 4. იმ აქტივებთან მიმართებით, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით, სპეციალიზებული დეპოზიტარი ამოწმებს აქტივების მფლობელის ვინაობას აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან დოკუმენტაციის საფუძველზე და, თუ ეს შესაძლებელია, გარე მტკიცებულებების საფუძველზე. 5. სპეციალიზებული დეპოზიტარი აწარმოებს და მუდმივად აახლებს აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ ჩანაწერებს. 6. სპეციალიზებული დეპოზიტარი აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას წარუდგენს ყველა საპენსიო აქტივის შესახებ ამომწურავ ინვენტარიზაციას შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით. |