Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 232 ნაფიცი მსაჯულის შეცვლა სათადარიგო მსაჯულით. 1. თუ სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ნაფიც მსაჯულს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობა, გამოვლინდა მისი აცილების საფუძველი, ნაფიცმა მსაჯულმა დაარღვია ამ კოდექსის მოთხოვნები, სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულს ათავისუფლებს მისი მოვალეობის შესრულებისაგან და მის ნაცვლად ნაფიც მსაჯულად ნიშნავს მსაჯულთა სიაში მომდევნო სათადარიგო მსაჯულს. 2. თუ ნაფიც მსაჯულთა რაოდენობა ნაფიც მსაჯულთა ამ კოდექსით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, სხდომის თავმჯდომარე იწყებს მსაჯულთა ხელახალ შერჩევას და საქმის განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით იწყება თავიდან. |