Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 453 ინსაიდერული ვაჭრობა. 1. ინსაიდერული ვაჭრობა არის ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირის მიერ ამ ინფორმაციის გამოყენებით თავის ან მესამე პირის სასარგებლოდ, პირდაპირ ან არაპირდაპირ იმ ფასიანი ქაღალდების შეძენა ან განკარგვა, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება. ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა აგრეთვე ინსაიდერული ინფორმაციის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმება ან შეცვლა, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება და სავაჭრო დავალება პირმა ამ ინფორმაციის ფლობამდე გასცა. 2. ქმედება მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემად ან მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიებად მიიჩნევა, თუ ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირი: ა) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან შეიძინოს ან განკარგოს ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც ინსაიდერული ინფორმაცია ეხება; ბ) ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მესამე პირს აძლევს რეკომენდაციას ან მესამე პირს იყოლიებს, რათა მან გააუქმოს ან შეცვალოს ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალება, თუ ინსაიდერული ინფორმაცია აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ეხება. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 453 3. მესამე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის ან დაყოლიების საფუძველზე განხორციელებული ქმედება ინსაიდერულ ვაჭრობად მიიჩნევა, თუ მესამე პირმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა, რომ რეკომენდაცია ან დაყოლიება ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. 4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) პირი ემიტენტის მმართველი ორგანოს წევრია; ბ) პირი ემიტენტის კაპიტალში აქციებს ან წილს ფლობს; გ) პირს ინსაიდერულ ინფორმაციაზე ხელი მისი შრომითი, პროფესიული ან სხვა ვალდებულების შესრულების ფარგლებში მიუწვდება; დ) პირმა ინსაიდერული ინფორმაცია დანაშაულებრივი გზით მოიპოვა. 5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ პირზე, რომელიც ფლობს ინსაიდერულ ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა იცის ან უნდა იცოდეს, რომ იგი ინსაიდერულ ინფორმაციას ფლობს. |
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ article 453 6. იურიდიული პირის შემთხვევაში ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, რომელიც მონაწილეობს იურიდიული პირის სახელით ფასიანი ქაღალდების შეძენის ან განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან განსაკარგავად გაცემული სავაჭრო დავალების გაუქმების ან შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ის ქმედებები, რომლებიც ინსაიდერულ ვაჭრობად არ მიიჩნევა. |