Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 63 პასუხისმგებლობა „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების თვითნებური დათმობა, აგრეთვე სხვა გარიგებანი, რომლებიც აშკარა ან ფარული ფორმით არღვევენ ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ბათილია (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა). 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დარღვევებში ან, თუ: ა) თვითნებურად ისარგებლეს სპეციალური სარგებლობის ფორმით დაშვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით; ბ) დაარღვიეს ნადირობის, თევზჭერისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სხვა წესები; გ) დაარღვიეს გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვის წესები; დ) თვითნებურად მოახდინეს გარეულ ცხოველთა გადასახლება, ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია; ე) დაარღვიეს მცენარეთა დაცვის საშუალებების, მათი ზრდის სტიმულატორების, მინერალური სასუქებისა და სხვა პრეპარატების გამოყენების წესები; ვ) დაარღვიეს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ზოოლოგიური კოლექციების შექმნის, საზღვარგარეთ გატანის ან ვაჭრობის წესები; ზ) დაარღვიეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა დაცვის წესები; |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 63 თ) ჰყავთ გარეული ცხოველები ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარეული ცხოველების სიცოცხლეს, იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე ან საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეკისრებათ სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით. 3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დაწესდეს პასუხისმგებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის სხვა დარღვევებისთვისაც. 4. ფიზიკური და იურიდიული პირები მოვალენი არიან აანაზღაურონ „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით. 5. უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველები, მათი დერივატები და მათგან გამომუშავებული პროდუქცია ექვემდებარება კონფისკაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს „ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით მიყენებული ზარალის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან. |