Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 47 რადიოსიხშირული სპექტრი. 1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო. 2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად. 3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. 4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 47 5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით. 6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის ან კონკურსის წესით, ან ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭებით. 7. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებული კონკურსის წესით. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 |