Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 32 კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა. 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით. 2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. ამასთანავე, არ შეიძლება იგი გაწევრებული იყოს 2-ზე მეტ კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 32 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიუროს/პარლამენტის მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს. 5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს/პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას და პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად ითვლება პარლამენტის ბიუროს/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 32 6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მის მიერ ფრაქციის შექმნის მომენტიდან, აგრეთვე მისი ფრაქციაში გაწევრების შესახებ განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრთა მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 32 7. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 8. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ცნობად იღებს პარლამენტის ბიურო. 9. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში. 10. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 32 11. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. |