FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ტყის კოდექსი

article  93

ხეტყის დამზადების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში.
1. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფის ფარგლებში.
2. ხეტყის დამზადების ბილეთი არის ტყის მართვის ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით ხეტყის დამზადების უფლებას ანიჭებს.
3. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანო. ამ სიაში მითითებულია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები კომლის (ოჯახის) წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
4. ხეტყის დამზადების ბილეთის მიღებით დაინტერესებული პირი მისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევისა და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს წარუდგენს ტყის მართვის ორგანოს. ტყის მართვის ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დაუყოვნებლივ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  93

5. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ხეტყის დამზადების ბილეთის ნომერი, ტყეკაფის ნომერი, ტყეკაფის მდებარეობა, დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობა, მისი ხარისხი და მოცულობა, ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა.
6. ხეტყის დამზადების ბილეთში აღნიშნული დასამზადებელი ტყის მერქნიანი სახეობის (რესურსის) მითითებული მოცულობის შესაბამის ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადების ბილეთი უქმდება და ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.
7. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების საფუძველზე.
8. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მქონე პირი.
9. ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხეტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2026 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს ტყის კოდექსი

article  93

10. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-5 ნაწილის ამოქმედებამდე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ფარგლებში ხეტყის დამზადების აუცილებლობის შემთხვევაში ხეტყის დამზადება და ტრანსპორტირება შეიძლება განახორციელოს როგორც ტყის მართვის ორგანომ, ისე დაინტერესებულმა მხარემ.
11. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ტყეში სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყის (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
12. ტყის მართვის ორგანოს მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფები ინარჩუნებს ძალას. მათი ათვისება გაგრძელდეს ამ კოდექსის ამოქმედებამდე მოქმედი წესით.