Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 21 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები. 1. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები. 2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და: ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 28 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/3 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია დაიკავოს უფროსი მექანიკოსის თანამდებობა 3000 კვტ-ზე ნაკლები მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, თუ ეს დადასტურებულია კომპეტენციის სერტიფიკატით. |