Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 80 გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას. აღნიშნული მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებული გაანგარიშების შედეგად. ამასთანავე, კომისია უფლებამოსილია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსხვავებული პირობები დაადგინოს. 2. მწარმოებლის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის ან მომხმარებლის ქსელის ან მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილში არსებული აღრიცხვის მოწყობილობები, დამხმარე დანადგარების ჩათვლით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საკუთრებაა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღნიშნული აღრიცხვის მოწყობილობების მოვლა-პატრონობისა და შემოწმებისთვის. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 80 3. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მწარმოებელი და მომხმარებელი, რომლებსაც აღრიცხვის მოწყობილობა საკუთრებაში ჰქონდათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებული არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღრიცხვის მოწყობილობები მფლობელობაში გადასცენ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს. ამასთანავე, მათ აღრიცხვის მოწყობილობის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის მოწყობილობასთან. |