Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 8 ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები. ლიცენზია გაუქმდება, თუ: ა) ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის გაცემიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ გადაიხდის დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის დადგენილ შესაბამის სალიცენზიო მოსაკრებელს; ბ) დაცვით ორგანიზაციას არ განუხორციელებია დაცვითი საქმიანობა ლიცენზიის აღებიდან 1 წლის განმავლობაში; გ) დაცვით ორგანიზაციას 1 კალენდარული წლის განმავლობაში ხუთჯერ დაეკისრა ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ვადაში; დ) გამოვლინდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, თუკი აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში; ე) დადასტურდა, რომ ლიცენზიის აღების მიზნით წარმოდგენილი იყო ყალბი ინფორმაცია; ვ) დაცვითი ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ, რაც დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით; ზ) ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელმაც სასჯელის სახით დაადგინა ამ იურიდიული პირის ლიკვიდაცია; თ) წარმოიშვა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაუქმების რომელიმე საფუძველი. |