Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 39 გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი. 1. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს ქმნის კომპეტენტური უწყება. 2. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებია: ა) ცოცხალი დონორისთვის, გარდაცვლილი დონორისა და რეციპიენტისთვის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების შექმნა; ბ) პირების (პაციენტების) მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაცია, მათ შესახებ მონაცემებისა და მათი სტატუსის მართვა; გ) დონორთა ეროვნული რეესტრის წარმოება, გარდაცვლილი დონორების რეგისტრაცია და დონორისა და ორგანოს მახასიათებლების (მათ შორის, HLA-ტიპირების) შესახებ ინფორმაციის/მონაცემების მართვა; დ) ორგანოების თანხვდენის სიის შექმნა პაციენტის მახასიათებლების დონორის მახასიათებლებთან კომპიუტერული შესაბამისობისა და თანხვდენის საფუძველზე, ორგანოების განაწილების წესებისა და შეთანხმებული სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით; ე) ციფრული მონაცემების ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი მიკვლევადობა ორგანოების დონაციიდან მათ გადანერგვამდე ან განკარგვამდე/წუნდებამდე; ვ) რეციპიენტთა რეესტრის მართვა/რეციპიენტების შესახებ მონაცემთა კონტროლი; ზ) ცოცხალი დონორების რეესტრის მართვა/ცოცხალი დონორების შესახებ მონაცემთა კონტროლი; თ) სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების რეესტრის წარმოება და მისი მონაცემების სამინისტროს სისტემის შესაბამისი უწყებისთვის გაზიარება; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 39 ი) შესაბამისი მონაცემების პერიოდული ანალიზი და ორგანოების დონაციისა და გადანერგვის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 3. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს მართავს კომპეტენტური უწყება. ეს ცენტრი დონორი კლინიკისთვის, გადანერგვის ცენტრისთვის, მათთან დაკავშირებული ლაბორატორიისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტური უწყების შესაბამისი უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია დადგენილი წესით. 4. სამედიცინო დაწესებულებისთვის (დონორი კლინიკა, გადანერგვის ცენტრი) ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ბაზაში არსებული საკუთარი მონაცემები. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, გამოიყენოს ელექტრონული მოდული შიდაორგანიზაციული მიზნებისთვის. 5. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |