Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 23 პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ემიტენტის ლიკვიდაციისას. 1. ემიტენტის ლიკვიდაციისას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს ემიტენტის მიმართ აქვთ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ იმდენად (იმ ფარგლებში), რამდენადაც უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის მათი ვადამოსული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის. ამ პუნქტით გათვალისწინებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები ემიტენტს პროგრამის კრედიტორთა სახელით შეიძლება წარუდგინოს პროგრამის ადმინისტრატორმა, ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ლიკვიდატორმა. პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება აღნიშნული მოთხოვნები დამოუკიდებლადაც წარადგინონ ან/და სადავო გახადონ მათი სახელით წარდგენილი მოთხოვნების მოცულობა. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 23 2. თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, რომლებიც, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგს მიეკუთვნება, პროგრამის კრედიტორებს კომერციული ბანკის მიმართ აქვთ ვადამოუსვლელი მოთხოვნები, ემიტენტის ლიკვიდატორი ვალდებულია დააკავოს შესაბამისი ოდენობის თანხა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის კრედიტორთა მიერ (ან მათი სახელით) პოტენციურად წარსადგენი მოთხოვნებისთვის. ემიტენტის ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს, მათ შორის, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კუთვნილი აქტივების (გარდა უზრუნველყოფის აქტივებისა) მოცულობა და ღირებულება, უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა, ვადიანობა და საკრედიტო ხარისხი, უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე, იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობა. ამ პუნქტის შესაბამისად ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს პროგრამის ადმინისტრატორი. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 23 3. აკრძალულია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ემიტენტის რეგისტრაციის გაუქმება მანამ, სანამ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა სხვა კომერციულ ბანკს სრულად არ გადაეცემა ან პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან სრულად არ დაკმაყოფილდება. |