Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2512 სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება. 1. სააგენტომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის დაშვება (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის მახასიათებლებისა. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2512 2. ამ მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, რომლის მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ღია დაშვება, კონკურენციის ხელშეწყობა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, სატრანსპორტო საშუალებისა და დაკავშირებული მოწყობილობების საოპერაციო უსაფრთხოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ზომების უსაფრთხოების, გონივრულად ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებაზე უარის თქმის საჭიროება ტექნიკური მახასიათებლების ისეთი შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის გადაფარვა შეუძლებელია; ბ) იმ სირთულეებისთვის თავის არიდების საჭიროება, რომელთა დაძლევა გონივრულად შეუძლებელია და რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ნავთობისა და გაზის არსებული ან დაგეგმილი წარმოების ეფექტიანობა, მათ შორის, ზღვრული ეკონომიკური უნარიანობის თვალსაზრისით; |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2512 გ) ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და დამუშავებისთვის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან ოპერატორის სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული საჭიროება, შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალებით ან სათანადო დამუშავებისთვის ან გატარებისთვის საჭირო მოწყობილობებით მოსარგებლე სხვა პირთა ინტერესები; დ) წარმოების ან სატრანსპორტო საშუალების განვითარების უფლების მოპოვებისათვის სათანადო კანონმდებლობის, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების, ადმინისტრაციული პროცედურების დაკმაყოფილების საჭიროება. 3. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავას სააგენტო განიხილავს დაჩქარებული წესით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული დავის განხილვის წესისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა რაოდენობის გათვალისწინებით. 4. ტრანსსასაზღვრო დავის შემთხვევაში გამოიყენება ენერგეტიკული გაერთიანების იმ მხარის დავის განხილვის წესი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთან დაშვებაზედაც უარი იქნა ნათქვამი. |
ნავთობისა და გაზის შესახებ article 2512 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი არ იქნება დასაბუთებული ამ მუხლის შესაბამისად. |