FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პენიტენციური კოდექსი

article  52

თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი.
1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში შემდეგ შემთხვევებში:
    ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებლად;
    ბ) მსჯავრდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატურად დარღვევისას;
    გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    დ) პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
    ე) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას;
    ვ) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;
    ზ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;
პენიტენციური კოდექსი

article  52

თ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;
    ი) ამ კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;
    კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-1 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს დაევალება შესაბამისი მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის;
    ლ) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას;
    მ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
5. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესი, მსჯავრდებულის სხვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი, აგრეთვე გუნდის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პენიტენციური კოდექსი

article  52

6. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მასზე ვრცელდება საშიშროების შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის დადგენილი წესები, რომელთა დაცვაც შესაძლებელია აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში.
8. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე შეიძლება დაბრუნებულ იქნეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.