FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  30

თევზჭერა.
1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით შესაბამის წყლის ობიექტში (მათ შორის, საქართველოს შავ ზღვაში) თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებითა და საშუალებებით განხორციელებული ქმედება. თევზჭერა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იყოფა სახეებად. იგი მოიცავს აგრეთვე სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  30

თევზჭერა. .
2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სპეციალური სარგებლობის ფორმით აწარმოონ სარეწაო თევზჭერა და წყლის უხერხემლოთა რეწვა თევზის მეურნეობის წყალსატევების სარეწაო უბნებზე. სარეწაო უბნებს მიეკუთვნებიან ზედაპირული და ტერიტორიული ზღვის წყლები, რომლებიც გამოიყენება (შეიძლება გამოყენებულ იქნეს) თევზის ან სხვა წყლის ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარეწაო მოპოვებისათვის ან აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი აღწარმოებისათვის, აგრეთვე საქართველოს კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.
3. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევთა უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის სანაშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.
5. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა.
ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  30

6. იმ წყალსატევზე და წყალსატევის უბანზე, რომელიც სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტია, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება ხდება ამ ობიექტის მფლობელის ნებართვითა და მის მიერ დადგენილი საფასურის გადახდით, საქართველოს წყლის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. ცალკეულ შემთხვევებში წყლის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა და უხერხემლოთა მოპოვება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ სპეციალური სარგებლობის ფორმით.
8. აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში თევზჭერა რეგულირდება დებულებით „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.
9. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
10. აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში გამოზრდილ წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით.