Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ article 51 მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტატიული დაცვის სფეროში. 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტებს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის სფეროში დელეგირებული აქვთ შემდეგი უფლებამოსილებები: ა) მეორე ზონის საზღვრების დადგენა ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან; ბ) სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრების ადგილზე დაფიქსირება; გ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისათვის თანხმობის მიცემა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემისა და გასატარებელი ღონისძიებების კოორდინაციის საკითხებში; დ) სანიტარიული დაცვის ზონის დროებითი საზღვრის შეთანხმება ამ კანონით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება. 3. მუნიციპალიტეტისათვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. |
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ article 51 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. |