FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

კერძო აღმასრულებლის კომპეტენცია.
1. კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით.
2. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორის მიმართვისა და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კერძო აღმასრულებელი აღსრულებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მხარეები არიან ფიზიკური პირები ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და თუ სააღსრულებო დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.
4. კერძო აღმასრულებლის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას კრედიტორის მოთხოვნის და აღსრულების საზღაურის ამოღების უზრუნველსაყოფად მოვალის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალებების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

41. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო შეტყობინების აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. მიმართვა შესაძლებელია განხორციელდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის აღნიშნული მომსახურების საფასური დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
5. კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით:
    ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს;
    ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს;
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. კერძო აღმასრულებელი პასუხისმგებელია წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ფაქტობრივი მონაცემების სისწორეზე.
61. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიღებისას და მისი კრედიტორისათვის დაბრუნებისას სააღსრულებო ფურცელს ბოლოში უნდა დაემატოს კერძო აღმასრულებლის ხელმოწერა, თარიღი და სამსახურებრივი ბეჭედი.
7. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებლის სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აკმაყოფილებს განაცხადს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

8. აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მისთვის წარდგენილი სააუქციონო დოკუმენტაციის ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან/და სააუქციონო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის საფუძვლით კერძო აღმასრულებელს განაცხადის მიღებისას დაუდგინოს ხარვეზი. კერძო აღმასრულებლისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეუბნება კერძო აღმასრულებელს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე. კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია იმ გარემოებათა აღმოფხვრისას, რომლებიც საფუძვლად დაედო აღსრულების ეროვნული ბიუროს უარს, მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ ახალი განაცხადით. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

9. განაცხადის დაკმაყოფილებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი კერძო აღმასრულებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში მისი შეტყობიდან 1 თვის ვადაში.
10. კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია პირველი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე გაითხოვოს განაცხადი. ამ შემთხვევაში მას უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი.
11. სააუქციონო მომსახურება გულისხმობს:
    ა) აუქციონის შესახებ საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით განთავსებას;
    ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონების ჩატარებას;
    გ) პირველი აუქციონის ამ მუხლით დადგენილი განაცხადის დაკმაყოფილებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარებას;
    დ) აუქციონზე ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ამავე კანონით დადგენილი წესით განაწილებას.
12. აღსრულების ეროვნული ბიურო პასუხისმგებელია მხოლოდ აუქციონის ჩატარების დღეს განხორციელებული, ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურის ამ კანონთან შესაბამისობისთვის. ყველა სხვა მოსამზადებელ თუ აუქციონისშემდგომ მოქმედებას ახორციელებს კერძო აღმასრულებელი საკუთარი პასუხისმგებლობით.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  147

13. სააუქციონო მომსახურების გაწევისას კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის მიერ აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. თუ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება, ხოლო კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.