FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1142

საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა.
1. ზომამცირე გემის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
2. ფიზიკური პირის კუთვნილი ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
3. ბაზირების პუნქტში ზომამცირე გემის შენახვის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
4. ბაზირების პუნქტიდან ზომამცირე გემის გასვლის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა),  ჩადენილი:
    ა) გემის განმასხვავებელი ნიშნების აღნიშვნის დადგენილი წესების დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
    ბ) გემის ტექნიკური გაუმართაობით − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
    გ) პროგნოზირებული ან/და ფაქტობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უგულებელყოფით, რომლებიც სახიფათოა გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5. ბაზირების პუნქტის მოწყობის წესების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
6. ზომამცირე გემით სარგებლობის ან/და ცურვის წესების დარღვევა, ჩადენილი:
    ა) ნიჩბიანი ან გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავით ან ბაიდარით –
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1142

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
    ბ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
    გ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 40-დან 60 ცხენის ძალამდეა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
    დ) თვითმავალი ზომამცირე გემით, რომლის ძრავის სიმძლავრე 60 ცხენის ძალაა ან მეტია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
    ე) ჰიდროციკლით, იახტით, არათვითმავალი აფრიანი ზომამცირე გემით ან სამგზავრო გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელებისას სასაზღვრო რეჟიმის წესების დარღვევა, ჩადენილი:
    ა) 15 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
    ბ) 15-დან 30 მეტრამდე სიგრძის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
    გ) 30 მეტრი ან მეტი სიგრძის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევა, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.