Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
არბიტრაჟის შესახებ article 39 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტრმა არა უმეტეს 180 დღით. 2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი წერილობით უნდა იქნეს გამოტანილი. მას ხელი უნდა მოაწეროს (მოაწერონ) არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრები, საარბიტრაჟო განხილვის მხარეები, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი. 3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის მოტივები, რომელთა საფუძველზედაც არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები სამოტივაციო ნაწილის არარსებობაზე შეთანხმდნენ ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამ კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად არის გამოტანილი. |
არბიტრაჟის შესახებ article 39 4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს. 5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან, თუ მხარეთა მიერ ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. |