Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 6 არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები. 1. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ტყის კოდექსის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. არაგვის დაცულ ლანდშაფტს, გარდა მის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა, მართავს დუშეთის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი. 3. არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ტყეს მართავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის მართვის გეგმისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად. 4. არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს წარმომადგენლობითი ორგანო (საბჭო), რომელსაც ქმნის დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 6 5. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) წესდებით, რომელსაც ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და ტყის სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. წარმომადგენლობითი ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, გარდა ამ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და შესაბამისი ტყის მართვის ორგანოსი. 7. სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია: ა) არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვა, დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება; |
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 6 გ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელებისა და მეცნიერული კვლევის ჩატარების ორგანიზება, დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; დ) არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის რეგულარულად მომზადება და გამოქვეყნება; ე) არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება; ვ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრებისა და გზამკვლევების მოწყობის და სხვა) ორგანიზება; ზ) არაგვის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა; თ) სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა; კ) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა; ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4-4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებითა და მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; |
არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ article 6 მ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. |