Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 149 ინტერპელაცია. 1. პარლამენტის პლენარული სხდომების (გარდა რიგგარეშე სხდომებისა და რიგგარეშე სესიისა, აგრეთვე დეკემბრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის პლენარული სხდომების კვირისა) კვირის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ იმართება ინტერპელაცია. პარლამენტის მორიგი სესიის ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს (გარდა დეკემბრისა და ივნისისა) ამ მუხლით დადგენილი წესით იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. ინტერპელაციის ხანგრძლივობა 1 დღეში ჯამურად 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დრო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაგრძელდება მიმდინარე ინტერპელაციის პროცედურის დასრულებამდე. 2. ინტერპელაცია იმართება წერილობითი და ზეპირი შეკითხვების დასმის პროცედურით. 3. ინტერპელაციის წესით შეკითხვის დასმის უფლება აქვს ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს (შემდგომ − შეკითხვის ავტორი). 4. ინტერპელაციის პროცედურა ვრცელდება საქართველოს მთავრობაზე, მთავრობის წევრზე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოზე (შემდგომ − ადრესატი). |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 149 5. ინტერპელაციის პროცედურას ესწრება ის ადრესატი, რომლის მიმართაც ინტერპელაციის წესით წერილობითი შეკითხვა დაისვა არაუგვიანეს პლენარული სხდომების წინა კვირის ოთხშაბათის 12 საათისა. შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. 6. შეკითხვა ჰბარდება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას გადასცემს ადრესატს არაუგვიანეს პლენარული სხდომების წინა კვირის ოთხშაბათისა. 7. ადრესატი ვალდებულია შეკითხვას პირადად უპასუხოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეკითხვაზე პასუხის წერილობით წარდგენა სავალდებულო არ არის. 8. პარლამენტის პლენარული სხდომების კვირაში კონკრეტული ადრესატის მიმართ ინტერპელაციის დღეს მასთან და შეკითხვის ავტორთან კონსულტაციის საფუძველზე ადგენს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგის განსაზღვრისას. პარლამენტის მორიგი სესიის ყოველი თვის განმავლობაში ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების ერთი და იგივე ადრესატი პარლამენტში წარდგება მხოლოდ ერთხელ. 9. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, შეკითხვა ნებისმიერ დროს გამოითხოვოს. ამ შემთხვევაში ადრესატი პარლამენტის წინაშე აღარ წარდგება. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 149 10. თუ ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვების რაოდენობა შეუძლებელს ხდის ინტერპელაციის პროცედურის 3-საათიანი რეგლამენტის დაცვას, პარლამენტის ბიურო ამცირებს ამ მუხლით გათვალისწინებულ დროებს და ადგენს ახალ განრიგს ან შეკითხვების ნაწილზე ინტერპელაციის პროცედურას ინტერპელაციის სხვა დღეს გადაიტანს. 11. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 3 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ. ერთი ადრესატის მიმართ რამდენიმე შეკითხვის არსებობისას შეკითხვები ინტერპელაციის ერთ პროცედურაში ერთიანდება. ამ შემთხვევაში ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. 12. შეკითხვის ავტორს უფლება აქვს, ადრესატს დამაზუსტებელი კითხვით მიმართოს ერთხელ, არაუმეტეს 1 წუთით. ყველა დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემდეგ ადრესატს პასუხის დაზუსტებისთვის ეძლევა 5 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს სხდომის თავმჯდომარემ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 149 13. ინტერპელაციის წესით წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ თითოეულ ფრაქციას ან პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ეძლევა უფლება, დასვას არაუმეტეს 2 ზეპირი შეკითხვა, რომლებიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული წერილობითი შეკითხვების თემატიკასთან, თუმცა უნდა შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხს. 14. ერთი ზეპირი შეკითხვის დასასმელად შეკითხვის ავტორს ეძლევა 2 წუთი. ადრესატი შეკითხვებს ყველა შეკითხვის დასმის შემდეგ უპასუხებს. ზეპირ შეკითხვაზე პასუხის მოსამზადებლად ცხადდება შესვენება 15 წუთით. თუ ადრესატს არ სურს შესვენებით სარგებლობა, შესვენება არ ცხადდება. ადრესატს ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ეძლევა 10 წუთი, რომელიც შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარემ. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 149 15. თითოეული ადრესატის მიმართ ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ დებატებისთვის თითოეულ ფრაქციას ეძლევა 5 წუთი, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს − 1 წუთი. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად − უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ − ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციის წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − რიგითობის მიხედვით უფრო მრავალრიცხოვანი ფრაქციების წარმომადგენლები. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 5 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 16. ინტერპელაციის წესით დასმული შეკითხვა მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გათხოვილად ჩაითვლება. |