Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 22 750 კვტ ან 750-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატი. 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების სავახტო მექანიკოსს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს 12-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, როგორც აღიარებული საწვრთნელი პროგრამის ნაწილი, რომელიც შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილის მოთხოვნებს და დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში, ან სხვაგვარად აქვს გავლილი 36-თვიანი კომბინირებული საწარმოო წვრთნა და აქვს დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 30 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნაოსნობის სტაჟის მიღების დროს ასრულებდა სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის ვალდებულებებს მთავარი მექანიკოსის ან კვალიფიციური მექანიკოსის ზედამხედველობით არანაკლებ 6-თვიან პერიოდში; |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 22 დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს; ე) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/1 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. |