FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

article  8

სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება.
1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და ცენტრს, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.
2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს ცენტრს/მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.
3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე.
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

article  8

4. თუ დაზარალებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს წარუდგენს, მფლობელმა/მძღოლმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ცენტრს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დაზარალებულის შეტყობინების ვალდებულებას. ამასთანავე, დაზარალებული ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში ცენტრი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან.