FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  12

მოთხოვნები დისტანციური ხელშეკრულებისადმი.
1. დისტანციური ხელშეკრულების შემთხვევაში მოვაჭრემ ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიაწოდოს დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, მკაფიოდ და გასაგებად. თუ ეს ინფორმაცია ხანგამძლე მატარებელზეა მიწოდებული, მისი აღქმა შესაძლებელი უნდა იყოს.
2. თუ დისტანციური ხელშეკრულება ელექტრონული საშუალების გამოყენებით იდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებელს საქონლის ან მომსახურების შეკვეთისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ შეკვეთის განთავსება მომხმარებლისთვის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს. თუ მოვაჭრემ ამ პირობის შესრულება არ უზრუნველყო, მომხმარებელს გადახდის ვალდებულება არ წარმოეშობა.
3. სავაჭრო ვებგვერდზე არაუგვიანეს საქონლის ან მომსახურების შეკვეთის პროცესის დაწყებისა მკაფიო და გასაგები ფორმით უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია მის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია გადახდის საშუალების თაობაზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  12

4. თუ ხელშეკრულება იდება დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, რომელიც არ იძლევა საკმარის დროსა და ადგილს იმისთვის, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ინფორმაცია მიაწოდოს, ხელშეკრულების დადებამდე მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სულ მცირე თავისი ვინაობის (სახელწოდების) შესახებ ინფორმაცია და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. დისტანციური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მოვაჭრემ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. დისტანციური ხელშეკრულების სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით დადების შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებულია სატელეფონო კომუნიკაციის დაწყებისთანავე მომხმარებელს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მიაწოდოს თავისი ვინაობის (სახელწოდების) ან იმ პირის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, რომლის სახელითაც მოქმედებს იგი, და აცნობოს სატელეფონო კომუნიკაციის კომერციული მიზნის თაობაზე.
მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

article  12

6. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დისტანციური ხელშეკრულების დადება დაუდასტუროს ხანგამძლე მატარებელზე, ხელშეკრულების დადების შემდეგ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საქონლის მიწოდებისა ან უშუალოდ მომსახურების დაწყებისა. შესაბამისი დასტური უნდა შეიცავდეს:
    ა) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„თ“ ქვეპუნქტებითა და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ მომხმარებელს აღნიშნული ინფორმაცია დისტანციური ხელშეკრულების დადებამდე ხანგამძლე მატარებელზე მიაწოდა;
    ბ) არსებობის შემთხვევაში − მომხმარებლის წინასწარ თანხმობას და დასტურს, რომ მას მიეწოდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
7. თუ მომხმარებელს სურს, მომსახურება გაწეულ იქნეს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელების ვადაში, მან ეს მოთხოვნა მოვაჭრეს ცხადად უნდა აცნობოს.