Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ტურიზმის შესახებ article 22 პასუხისმგებლობა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის. 1. ტუროპერატორი პასუხისმგებელია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის, მიუხედავად იმისა, ეს მომსახურება გაწეულია უშუალოდ მის მიერ თუ სხვა ტურისტული მომსახურების გამწევი პირის მიერ. 2. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს გონივრულ ვადაში აცნობოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას აღმოჩენილი შეუსაბამობის შესახებ. 3. თუ რომელიმე ტურისტული მომსახურება არ შესრულდა ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შესაბამისად, ტუროპერატორი ვალდებულია გამოასწოროს შეუსაბამობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) მისი აღმოფხვრა შეუძლებელია; ბ) მისი აღმოფხვრა მოითხოვს არაპროპორციულად დიდ ხარჯებს, შეუსაბამობის ფარგლებისა და ტურისტული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით. 4. თუ ტუროპერატორი შეუსაბამობას არ აღმოფხვრის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზების გამო, გამოიყენება ამ კანონის 23-ე მუხლი. |
ტურიზმის შესახებ article 22 5. თუ ტუროპერატორი შეუსაბამობას არ აღმოფხვრის ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ტურისტს შეუძლია თავად აღმოფხვრას შეუსაბამობა და მოითხოვოს საამისოდ გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. გონივრული ვადის განსაზღვრა აუცილებელი არ არის, თუ ტუროპერატორი უარს იტყვის შეუსაბამობის აღმოფხვრაზე ან ტურისტი დაინტერესებულია შეუსაბამობის დაუყოვნებელი აღმოფხვრით. 6. თუ ტურისტული მომსახურებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, გამგზავრების ადგილზე დაბრუნების მომსახურება, ვერ სრულდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შესაბამისად, ტუროპერატორმა პაკეტის გასაგრძელებლად ტურისტს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე უნდა შესთავაზოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების მსგავსი ან უფრო მაღალი ხარისხის ალტერნატიული ტურისტული მომსახურებები. |
ტურიზმის შესახებ article 22 7. თუ ტუროპერატორი ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების სახით ტურისტს უფრო დაბალი ხარისხის პაკეტს შესთავაზებს, ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს შესაბამისად შეუმციროს პაკეტის ღირებულება. ტურისტს შეუძლია უარი თქვას შეთავაზებულ ალტერნატიულ ტურისტულ მომსახურებებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებითად განსხვავდება ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებით შეთანხმებული ტურისტული მომსახურებისგან ან ტურისტული მომსახურებისთვის შემცირებული ღირებულება არაადეკვატურია. 8. თუ შეუსაბამობა არსებით გავლენას ახდენს პაკეტის შესრულებაზე და ტუროპერატორი ვერ აღმოფხვრის მას ტურისტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, ტურისტს შეუძლია შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე და შესაბამის შემთხვევაში მოითხოვოს ღირებულების შემცირება ან/და ზიანის ანაზღაურება ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად. 9. თუ ალტერნატიული ტურისტული მომსახურებების განხორციელება შეუძლებელია ან ტურისტი უარს აცხადებს შეთავაზებულ ალტერნატიულ ტურისტულ მომსახურებებზე ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს ღირებულების შემცირება ან/და ზიანის კომპენსაცია ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების შეწყვეტის გარეშე ამ კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად. |
ტურიზმის შესახებ article 22 10. თუ პაკეტი მგზავრების გადაყვანას ითვალისწინებს, ტუროპერატორმა ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ და ტურისტისთვის დამატებითი ხარჯის დაკისრების გარეშე უნდა განახორციელოს მისი რეპატრიაცია შესაბამისი ტრანსპორტით. 11. თუ გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებების გამო შეუძლებელია ტურისტის დაბრუნების უზრუნველყოფა პაკეტით გათვალისწინებული შეთანხმების შესაბამისად, ტუროპერატორს ეკისრება ეკვივალენტური კატეგორიის (თუ ეს შესაძლებელია) განთავსების საშუალების ხარჯები − მაქსიმუმ 3 ღამე თითოეულ ტურისტზე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების შეზღუდვა არ ვრცელდება გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და მის თანმხლებ ნებისმიერ პირზე, ორსულ ქალსა და თანმხლები პირის გარეშე მყოფ მცირეწლოვანზე, აგრეთვე სპეციფიკური სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებზე, თუ ტუროპერატორს მათი განსაკუთრებული საჭიროებების შესახებ ეცნობა პაკეტის დაწყებამდე არაუგვიანეს 48 საათისა. |