Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 29 სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ფუნქციების მესამე პირისთვის გადაცემა. 1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს უფლება აქვს, განახორციელოს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების დელეგირება. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად; ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს; გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციების დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 29 დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საპენსიო აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციულია; დ.ბ) მესამე პირი ექვემდებარება პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარება პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება; დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება; დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საპენსიო აქტივები ხელმისაწვდომი არ არის მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის; ე) მესამე პირი ასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და იცავს ამ კანონით დადგენილ შეზღუდვებს. |