Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 42 სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს საგადახდო სქემების, საგადახდო მომსახურების ცალკეული სახეებისა და საგადახდო ინსტრუმენტების, მათ შორის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. 2. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) გამოსცეს ნორმატიული აქტები; ბ) სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს დაუდგინოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია სისტემის წესებთან, პროცედურებთან, სტანდარტებთან, სისტემის მონაწილეთა უფლებებთან და მოვალეობებთან, სისტემის უსაფრთხოებასთან და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან და სისტემის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან; გ) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე; |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 42 დ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი ამ კანონითა და თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისგან; ე) მნიშვნელოვანი სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს წერილობითი მითითებით მოსთხოვოს გარკვეული ქმედების განხორციელება ან მისგან თავის შეკავება; ვ) განსაზღვროს საგადახდო სისტემის ზედამხედველობის წესი, მათ შორის, საგადახდო სისტემის კატეგორიიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის მიერ შესასრულებელი მოთხოვნები; ზ) თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, აგრეთვე მოთხოვნები მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის კაპიტალის და აქტივების მიმართ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისთვის გააფართოოს ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ-32“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯგუფის დეფინიცია. |