FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  58

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის უფლებები.
1. ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს:
    ა) იყოს ინფორმირებული ამ კანონით მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის ფორმისა და მინიჭებული სტატუსიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების შესახებ;
    ბ) მიიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა და ცნობა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ;
    გ) აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდეს თავისუფლად, გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
    დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
    ე) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის განმავლობაში დარჩეს მიმღებ ცენტრში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილ სხვა დროებითი განსახლების ადგილას;
    ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ისარგებლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებით;
    ზ) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  58

თ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);
    ი) იმოგზაუროს სხვა ქვეყანაში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ ითვლება;
    კ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით, ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცედურებით;
    ლ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა;
    მ) საქართველოს მოქალაქის მსგავსად ისარგებლოს შრომის უფლებით, კერძოდ, დასაქმდეს დამოუკიდებლად ან სხვა დამსაქმებლის მეშვეობით;
    ნ) ისარგებლოს ოჯახის გაერთიანების უფლებით;
საერთაშორისო დაცვის შესახებ

article  58

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადმინისტრაციული ორგანოებისადმი და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით;
    პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირისათვის მინიჭებული უფლებებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე გაიცემა „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლებით განსაზღვრული დროებითი ბინადრობის მოწმობა 3 წლის ვადით და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი.
3. სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაიცემა დროებითი ბინადრობის მოწმობა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით და სამგზავრო პასპორტი.
4. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტისა და სამგზავრო პასპორტის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.