Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2862 ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა. 1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმით, წაშლით, შეცვლით ან დაფარვით ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის მიღება მისი ნამდვილ/უტყუარ მონაცემად გასაღების ან/და გამოყენების მიზნით, გასაღება ან/და გამოყენება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2862 ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა. . 1. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არსებობს თუ არა ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის პირდაპირ წაკითხვის ან/და აღქმის შესაძლებლობა. 2. ეს მუხლი პირზე არ ვრცელდება, თუ მან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2862 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების (გარდა გასაღებასთან დაკავშირებული ქმედებისა) ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან იმავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა ხელისუფლების ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2862 5. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის მე-4 ნაწილის შესაბამისად. კარი მეათე დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ |