FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  76

1. სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში მომსახურების დადგენილ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია:
    ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობების დაცვისთვის;
    ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობისთვის;
    გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობისთვის;
    დ) სანავსადგურე ერთეულის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობისთვის;
    ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის;
    ვ) ნავსადგურის წესების დაცვისთვის;
    ზ) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებისთვის;
    თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებისთვის;
    ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებისა და უტილიზაციისთვის;
    კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის;
საზღვაო კოდექსი

article  76

ლ) ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებისთვის.
2. სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.