FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  31

ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები.
1. ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული, სისხლის დაწესებულების ტერიტორიის გარეთ განსახორციელებელი საქმიანობა უნდა განხორციელდეს შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ხარისხის სისტემის მართვის პროცესში სისხლის დაწესებულება ვალდებულია:
    ა) ჰქონდეს სისხლის კომპონენტების შესაბამისობასა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებისა და გადაჭრის უზრუნველყოფისთვის საჭირო სისტემა;
    ბ) აწარმოოს სისხლის ხარისხის შესახებ მონაცემების სისტემატური ანალიზი ხარისხთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების გამოსავლენად, რომელთა გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე ისეთი არასასურველი ტენდენციების გამოსავლენად, რომელთა თავიდან აცილება სათანადო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს;
    გ) გამოიკვლიოს ყველა შეცდომა და შემთხვევა და დოკუმენტურად გააფორმოს ისინი სისტემური პრობლემების გამოსავლენად.
3. ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული წესების შესრულების შესამოწმებლად სისხლის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შიდა ინსპექტირებისა და აუდიტის სისტემები საქმიანობის ყველა კომპონენტისთვის. აღნიშნული შიდა ინსპექტირება და აუდიტი უნდა ტარდებოდეს რეგულარულად, ამისთვის მომზადებული კომპეტენტური პირების მეშვეობით, სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.
ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

article  31

4. სისხლის დაწესებულებამ, სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკმა  თავიდან უნდა აიცილოს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება იმგვარად, რომ გარანტირებული იყოს დონაციის მიკვლევადობა.