Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ article 10 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება. 1. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირება, განისაზღვრება ამ კანონითა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. საქართველოში წარმოებული, აგრეთვე საქართველოში შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი მთლიანობის დაურღვევლად წამალთან ან/და ფარმაცევტულ სუბსტანციასთან შეხების შესაძლებლობას. |