FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  275

სარჩელის განუხილველად დატოვება.
1. სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: ა)  (ამოღებულია - 20.03.2015, №3340);
    ბ) სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება;
    გ) სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული;
    დ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;
    ე) იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
    ვ) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ;
    ზ) არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;
    თ) მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ;
    ი) სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

article  275

კ) სასამართლო მედიაციისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში ამ კოდექსის 187-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არცერთი მხარე არ მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით;
    ლ) არსებობს ამ კოდექსის 363-50 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა იმავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს ამ კოდექსის 186-ე მუხლის 1-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ სარჩელში თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორად მიუთითა.